განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველ აპლიკანტებთან გასაუბრების თარიღები.
„თმის მომსახურების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 2022 წლის 1 სექტემბერი;
„ფრჩხილის მომსახურება“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 2022 წლის 2 სექტემბერი;
სსსმ პირთა შიდა შერჩევისთვის "პროფესიული მოსინჯვა" 2022 წლის 5 სექტემბერი;
აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს გასაუბრებაზე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ამას გარდა, საპატიო მიზეზის საფუძველზე, განსხვავებულ თარიღში აპლიკანტთა შეფასების მიზნით განცხადების წარდგენის ვადებია „ თმის მომსახურების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პორგრამაზე არაუგვიანეს 2022 წლის 6 სექტემბერი;
„ ფრჩხილის მომსახურების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუგვიანეს 2022 წ 7 სექტემბერი;
სსსმ პირთა შიდა შერჩევისთვის "პროფესიული მოსინჯვა" - არაუგვიანეს 2022 წლის 8 სექტემბერი.
აპლიკანტი უფლებამოსილია, გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება და სააპელაციო განაცხადის წარმოადგინოს მატერიალური სახით აკადემიის მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 20 დ; ხოლო ელექტრონული სახით _ აკადემიის ელ-ფოსტაზე: info@keuneacademy.ge
შერჩევის პროცედურული დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრების მიღების ვადაა შეფასებასებიდან არაუგვანეს მეორე დღე, ხოლო შედეგის გასაჩივრებისა - შეფასების გაცნობიდან ორი სამუშაო დღის ვადაში. აპელაციისთვის პირმა აკადემიის ადმინისტრაციას ან/და საპელაციო კომისიას უნდა მიმართოს განცხადებით საქართველოს ადმინსტრაციული კოდექსის თანახმად (თანდართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანის შემთვევაში კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა) ასლი).