თმის მომსახურების და ფრჩხილის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით აღნიშნული პროგრამების ხელმძღვანელის ნინო ბოკუჩავას ორგანიზებით სასწავლო მოდულის "სილამაზის მომსახურების ობიექტების ორგანიზების" - ფარგლებში 21 დეკემბერს კეონი აკადემიაში მოწვეული იყვნენ ქართული კომპანია "ვებაპი"- ს ტრენერები, რომელთაც მიმდინარე სასწავლო ჯგუფს გააცნეს სილამაზის და ესთეტიკის სფეროში არსებული მართვის ელექტრონული სისტემა. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღნიშნულ სფეროში იგეგმება და ხორციელდება ყველა აუციელებელი პროცესი, დაწყებული ჯავშნის ზარიდან დამთავრებული ვიზიტითა და პროცედურებით.