გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, დაგეგმილია ახალგაზრდებთან (16-დან 29 წლის ჩათვლით) ონლაინ ფორუმის - „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად!“ ჩატარება. ღონისძიება ემსახურება მონაწილეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, ასევე ვაქცინაციის თაობაზე ახალგაზრდების დადებითი გადაწყვეტილების დასაბუთების ხელშეწყობას. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თემატურ საკითხებზე, მათ შორის: აცრა და ვაქცინაცია - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის; როგორ შევარჩიოთ ვაქცინა? როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას? ვაქცინა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ღონისძიების ფარგლებში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენეებისგან, მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ პასუხებს, მათ მიერ დასმულ ყველა თემატურ კითხვაზე. ონლაინ ფორუმზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ონლაინ პლატფორმა „ზუმის“ ბმული:
https://undp.zoom.us/meeting/register/tZwrd-mgqDkvE9ekqHa1GI1JtvNMvqpfVYJl?_x_zm_rtaid=HscFsNFPRNuN2td-EaGx5Q.1632394000176.0a9aee4e56fcbae7606a1d829de17d2d&_x_zm_rhtaid=100