ტრენინგის მიზანი იყო აკადემიის პერსონალის ურთიერთგაცნობა, ინტეგრაცია სამუშაო გარემოსთან და მათი ეფექტური ჩართვა სამუშაო პროცესში. ღონისძიების ფარგლებში პერსონალი გაეცნო კომპანიის მისიას, ღირებულებებსა და ხედვას. ასევე დამსწრე პირებმა თეორიული ინფორმაციისა და პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით მიიღეს ინფორმაცია აკადემიაში მოდულური სწავლების თავისებურებების შესახებ.