განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2022 წლის 26, 27 და 28 იანვარს გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე განხილული იქნა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები. კონფერენცია გაიმართა ონლაინ, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
კონფერენციაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა 2022 წლის მიზნებზე, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. ევროპის განათლების ფონდის (ETF), ადამიანური კაპიტალის უფროსმა ექსპერტმა მოუნირ ბაატმა ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვასა და ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო პერსპექტივებზე. კონფერენციაზე წარდგენილ იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის საქმიანობის შედეგები. განიხილეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები.
კონფერენციის მსვლელობისას გაფორმდა ურთიერთთამშრომლობის ორი მემორანდუმი:
1. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ-გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის.
2. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის.