პირველ ივლისს პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის ორგანიზებით კეონი აკადემიაში გაიმართა შეხვედრა „ფრჩხილის მომსახურების“ პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამის სტუდენტებს, „ფრჩხილის მოვლა-მოწესრიგების“ პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებსა და მანიკურის სალონის „Beauty Mode“-ის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის ფარგლებში დამსაქმებლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიაწოდეს ინფორმაცია მანიკურის სალონის საქმიანობის და იქ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
აკადემია მომავალშიც გააგრძელებს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მხარდაჭერას დასაქმების კუთხით