კეონის აკადემიაში სასწავლო წელი დაიწყო!

2019 წლის 28 ოქტომბერს აკადემიაში სწავლა დაიწყო

აკადემიის ადმინისტრაცია გილოცავთ სწავლის დაწყებას და გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ წელს! 

პრაქტიკის ინსტრუქტორებთან სამუშაო შეხვედრა

პრაქტიკის ინსტრუქტორებთან სამუშაო შეხვედრა

        „თმისა და სილამაზის მომსახურებისჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე  შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების  „თმის მომსახირებადაფრჩხილის მომსახურებაფარგლებში  პრაქტიკა პროფესიული სტუდენტის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

      პრაქტიკის მიზანია პროფესიულ სტუდენტს განუვითაროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის კონკრეტულ, რეალურ  სიტუაციაში გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სამუშაო გარემოში მათ ადაპტაციას.  

      პრაქტიკის ინსტრუქტორი  არის კომპანიის მხრიდან დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია  პრაქტიკის განხორციელებაზე.

    პრაქტიკის ინსტრუქტორმა და პროფესიულმა მასწავლებელმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ . მკაფიოდ უნდა გაიმიჯნონ და ასევე შეთანხმდენ, მოდულების/ სწავლის შედეგების რა ნაწილი ისწავლება სასწავლებელში და რომელი პრაქტიკული უნარების განვითარება მოხდება საწარმოში-პრაქტიკის ობიექტზე, რაც აისახება პროფესიული სტუდენტის წარმატებაზე.

პრაქტიკის ინსტრუქტორებთან სამუშაო შეხვედრა