სტუდენტური სერვისები

პროფორიენტაცია და კარიერული განვითარება - აკადემიაში ფუნქციონირებს პროფორიენტაციის და კარიერული განვითარების სამსახური, რომელიც საერთო ღირებულებების და პრინციპების გათვალისწინებით, ხელს უწყობს დაინტერესებულ სტუდენტთა დასაქმებას, კარიერული განვითარების მიმართულების ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებში, პროექტებში მონაწილეობას.

 

 

დაცვა და უსაფრთხოება - აკადემიის  მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გარე და შიდა დაკვირვების კამერები. სტუდენტთა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების  უზრუნველყოფის,  წესრიგის დაცვისა და სამედიცინო მომსხურების უზრუნველყოფის დაცვის მიზნით. აკადემიაში ფუნქციონირებს სამედიცინო დანიშნულების პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელი აღჭურვილობითა და მედიკამენტებით. ასევე საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწევა  შშმ და სსსმ პირებს.

სოციალური პასუხისმგებლობა- სოციალურად დაუცველი და ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტებისათვის იმოქმედებს წინასწარ განსაზღვრული საშეღავათო თანხის გადახდის/გადანაწილების პირობები, რომლის განსაზღვრაც მოხდება ინდივიდუალურად, სტუდენტთან გასაუბრების საფუძველზე.

საბიბლიოთეკო სერვისები- აკადემიის საბიბლიოთეკო ფონდი მოიცავს როგორც ციფრულ ასევე ელექტრონულ ბაზას ინფომრაციის და ინტერნეტ რესურებს. ხელმისაწვდომია ნაბეჭდი ან/და ელექტრონული ფორმით სილამაზის სფეროში წამყვანი კომპანიების მასალები. ბიბლიოთეკაში განთავესბულია სამუშაო მაგიდები და ინტერნეტთან წვდომისათვის კომპიუტერი. სტუდენტს ეძლევა შესაძელობა გამოიყენოს სამკითხველო დარბაზში არსებული პრინტერი, მოძიებული მასალის ამოსაბეჭდად და დასასკანერებლად ბიბლიოთეკარის მეთვალყურეობის ქვეშ. ბიბლიოთეკას უძღვება გამოცდილი, კვაილიფიური ბიბლიოთეკარი.

პროფესიულ სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა/ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის ან მსმენელის (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენის ან მსმენელის) საჭიროებისთვის აკადემია იმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც ეფუძნება შესაბამის პროფესიულ პროგრამას და აღწერს  პროფესიული სტუდენტის ან მსმენელის მიერ მისაღწევ სწავლის შედეგებს  და მათი მიღწევის ინდივიდუალურ გზებს;


ღონისძიებები – გარდა ხარისხიანი განათლების მიწოდებისა, აკადემია ზრუნავს სტუდენტურ ცხოვრებაზე და სწავლის პერიოდში სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის  მასტერკლასს,  ინტელექტუალურ, გასართბ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს.

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი. სამუშაო საათები: 09:00- 18:00