მიღება

საქართველოს მოქალაქეების მიერ პროგრამაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
 

§პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში-წარმომადგენლის) განცხადება;
§აპლიკანტის პირადობის მოწმობის ასლი (ორიგინალთან ერთად. საბუთების მიღების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს);
§არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის ასლი, ასევე მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (ორიგინალთან ერთად. საბუთების მიღების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს) ან/და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის/წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას ;
§განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
§უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დოკუმენტი;
§ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების შემთხვაში განათლების აღიარების დოკუმენტი;
§ორი ფერადი ფოტოსურათი.

 

Øთუ პირი ითხოვს შეღავათს სწავლის საფასურის გადახდისას და „სწავლის საფასურის გადახდის პირობებისა და წესის“ შესაბამისად შესაძლებელია მიენიჭოს ასეთი შეღავათი, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რაც ადასტურებს პირის იმ სტატუსს, რის გამოც მას ენიჭება შეღავათი.
Øაპლიკანტის მიერ აკადემიაში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება აპლიკანტს (ან მის კანონიერ წარმომადგენელს).

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ პროგრამაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

§პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში-წარმომადგენლის) განცხადება (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
§აპლიკანტის პასპორტის ასლი (ორიგინალი წარმოდგენილი უნდა იქნეს პირადად, ჩარიცხვის შესახებ ოფიციალური თანხმობის გაცემის შემდეგ, კონტრაქტის გაფორმების მომენტში. კონტრაქტის გაფორმების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს)
§განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, (ორიგინალი და განათლების აღიარების დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს პირადად, ჩარიცხვის შესახებ ოფიციალური თანხმობის გაცემის შემდეგ, კონტრაქტის გაფორმების მომენტში. კონტრაქტის გაფორმების დასრულებისთანავე ორიგინალი დაუბრუნდება განმცხადებელს);
§პირმა, რომელმაც წინმსწრები განათლება მიიღო უცხოეთში, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროფესიულ პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;

 

პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ოფიციალური თანხმობის გაცემის შემდეგ, კონტრაქტის გაფორმების მომენტში დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი:

 

Øიმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ენაზეც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა. დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს ატესტატი, თუ პირმა სასკოლო განათლება მიიღო პროგრამის განხორციელების ენაზე. ინგლისური ენის შემთხვევაში - საერთაშორისო დონეზე აღიარებული დოკუმენტი (ინგლისურის, როგორც მეორე უცხო ენის ტესტის ჩაბარების დოკუმენტი ან სხვა) ან აკადემიის ენების სკოლის მიერ ჩატარებული სასერთიფიკატო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გაცემული ინგლისური ენის სერთიფიკატი. დოკუმენტის წარმოდგენა არაა სავალდებულო, თუ პირი არის იმ ქვეყნიდან, რომლის სახელმწიფო ენაა ინგლისური;
Øარაქართულენოვანი პირის მიერ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში- ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის არარსებობისას პირს უტარდება გამოცდა ენების სკოლის მიერ. პირის მიერ ქართული ენის ფლობის დონის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ის სწავლას იწყებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი დონის ქართული ენის მოდულით;