აკადემიის შესახებ

შპს "კეონი აკადემია"  შეიქმნა 2018 წელს პროფესიონალური საერთაშორისო ბრენდების KEUNE Haircosmetics  და LCN ოფიციალური წარმომადგენლობის შპს Beauty Life ბაზაზე.

 

KEUNE Academy თავის წვლილს შეიტანს პროფესიული განათლების სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სწავლებასთან დაახლოებასა და თავსებადობაში. კერძოდ, თმისა და სილამაზის მომსახურეობის მიმართულებით დაკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რომელთათ გააჩნიათ მრავალწლიანი  გამოცდილება  საგანმანათლებლო მიმართულებით.

 

KEUNE Haircosmetics  არის თმის მოვლის საშუალებების ჰოლანდიური კომპანია, რომელიც დაარსდა 1922 წელს და წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს თმის პროფესიონალური კოსმეტიკის წარმოებაში. ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც დიდი ყურადღებას აქცევს წარმოებული პროდუქციის ხარისხს, უსაფრთხოებას და კომპანიის რეპუტაციას. მისი ფილოსოფიაა აწარმოოს უსაფრთხო პროდუქცია ადამიანისთვის და გარემოსთვის, რასაც ადასტურებს მისთვის მინიჭებული ეკო ბრენდის წოდება.

 

პროდუქციის წარმოება ხდება მხოლოდ ჰოლანდიაში მდებარე ულტრათანამედროვე ქარხანაში, მათი შესწავლა და გამოცდა მიმდდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიაში და მათ მიერ დაარსებულ პროფესიულ სასწავლებლობში, რომლებიც მდებარეობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ავსტრალია, შვეიცარია, ბრაზილია, პოლონეთი, რუსეთი და ა.შ.

 

LCN წარმოადგენს ფრჩხილის, ხელის, ფეხის მოვლის საშუალებების პროფესიონალურ გერმანულ ბრენდს 35 წლიანი გამოცდილებით. 2008, 2010 წლებში დაიკავა პირველი და მეორე ადგილები  ევროპული კოსმეტიკის გამოფენაზე Beauty Forum-ის გამარჯვებულებს შროსი, ფრჩიხლის მოვლის სექტორში. 2012 წელს Beauty Dusseldorf-ის საერთაშორისო გამოფენაზე დაიმსახურა პრიზი ნომინაციაში „სილამაზის სფეროში განსაკუთრებული სერვისი“.

 

საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული და ეფექტური 10 წლიანი  ოფიციალური ურთიერთანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა სანდო, საქმიანი ურთიერთობა, რამაც გვიბიძგა მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარების საფუძველზე  ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიის დაარსებისკენ, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის კონკურენტუნარიან, კვალიფიციურ და მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის მქონე სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას.