„თმის ღებვის სპეციალისტის“ პროფესიული მოზმადების პროგრამის კვირეული საათობრივი დატვირთვა არის 10 საათი.
კეონი აკადემიის მიერ განხორციელებული პროფესიული მომზადების პროგრამების დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორ ენოვანი სერთიფიკატი თავის დანართით
„თმის შეჭრის და ვარცხნილობის სპეციალისტის“ პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში მსმენელს საშუალება აქვს შეისწავლოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის თმის შეჭრა.
„ფრჩხილის მოვლა-მოწესრიგების“ პროფესიული მომზადების პროგრამის ვადა ერთი თვეა და მსმენელი შეისწავლის ხელის და ფეხის ფრჩხილის დამუშავებას, ფრჩხილის მოდელირებას, ფრჩხილის დაგრძელებას და გამაგრებას გელით და ფრჩხილის დაფარგვას გელ ლაქით, ხოლო „ფრჩხილის მოვლის სპეცილისტის“ პროფესიული მომზადების პროგრამა სამ თვიანი და მსმენელი შეისწავლის არა მარტო ხელის და ფეხის ფრჩხილის დამუშავებას, ფრჩხილის მოდელირებას, ფრჩხილის დაგრძელებას და გამაგრებას გელით და ფრჩხილის დაფარგვას გელ ლაქით, არამედ ფეხის ქუსლების და კოჟრების დამუშავებას, ხელისა და ფეხის სპა პროცედურის ჩატარებას, გარქოვანებული კანის და ნუნების დამუშავებას და მასაჟს , ფრჩხილის პათოლოგიის ამოცნობას.
კეონი აკადემიის მიერ განხორციელებული პროფესიული მომზადების პროგრამები იმგვარადაა შედგენილი რომ სწავლის შედეგების მიღწევა ხორციელდება აკადემიის ბაზაზე.
პრაქტიკის გასავლელად კეონი აკადემის გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სილამაზის სალონ -სტუდია keune-სთან.
ფრჩხილის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ფრჩხილის დიზაინი.
თმის მომსახურების პროფესიული საგანმაანთლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ თმის ქიმიურად დამუშავების ტექნოლოგია, თმის სპა პროცედურები, ვარცხნილობების გაკეთება, თმის შეჭრის ტექნლოგია.
კეონი აკადემიაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას პროფესიულ სტუდენტებს არსებული ვაკანსიების შესახებ, ხელს უწყობს დამსაქმებლებისა და პროფესიული სტუდენტების/კურსდამთავრებულების ურთიერთდაკავშირებას, აწყობს შეხვედრებს დამსაქმებლებთან.
პროფესიული პროგრამების: „თმის მომსახურება“ და „ ფრჩხილის მომსახურება“ დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -დიპლომი და დიპლომის დანართი. პროფესიული მომზადების პროგრამების დასრულების შემდეგ კი გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი და დანართი .
ფრჩხილის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარება შეუძლია ყველა პირს, ზოგადი განათლების საბაზისო (9 კლასის) საფეხურის დაძლევის შემდეგ, პროგრამაზე სწავლების ხანგძლივობაა 33 კვირა.
კეონი აკადემია ახორციელებს შემდეგ პროფესიული მომზადების პროგრამები: თმის შეჭრა, თმის ღებვა და ფრჩხილის მოვლა-მოწესრიგება. თითოეულ მომზადების პროგრამაზე სწავლების ხანგძლივობაა ერთი თვე. სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ზოგადი განათლების საბაზისო (9 კლასის) საფეხურის დაძლევის შემდეგ.
თმის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარება შეუძლია ყველა პირს, ზოგადი განათლების საბაზისო (9 კლასის) საფეხურის დაძლევის შემდეგ. პროგრამაზე სწავლების ხანგძლივობაა 37 კვირა (9 თვე)