პროფესიულ კოლეჯში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

თმის და ფრჩხილის მომსახურების პროგრამები

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მისაღები გამოცდების გარეშე, დაეუფლოს სასურველ პროფესიას.  გადადით მითითებულ ლინკზე და გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/30taM68

შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში .

შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში .

შპს „კეონი აკადემიაში" შეფასების სისტემის გამართული მუშაობისათვის, გაიმართა შეხვედრა მოდულის განმახორციელებელ მასწავლებელებთან. სადაც განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:  შეფასების ინსტრუმენტების შექმნა (როდის იქმნება, ვის მიერ), განმეორებითი შეფასებისთვის როდის იქმნება ინსტრუმენტი, როდის და როგორ ხდება ინსტრუმენტის გადამოწმება (შეფასებამდე რამდენი ხნით ადრე აწვდის შემმოწმებელს, როგორ აწვდის, ვინ ამოწმებს, როგორ იღებს უკუკავშირს და სხვ.), შეფასების განხორციელება (რამდენი ხნით ადრე იგებს სტუდენტი შეფასების შესახებ, როდის ეცნობა შეფასების სქემას და ა.შ.), მტკიცებულებების მოპოვება და შენახვა (ვინ მოიპოვებს, ვისთან ინახება, ვის გადასცემენ შემდგომ და ა.შ.), შეფასების სისტემის გასაჩივრების მექანიზმი.

 

ერთობლივად შემუშავებულ იქნა  შეფასების ინსტრუმენტის ფორმა.

განხილულ იქნა ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს  შეფასების სისტემა, კერძოდ:  ინსტრუმენტები იყოს სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე და ობიექტური/სამართლიანი, ხოლო მტკიცებულებები - საკამრისი, ვალიდური, ავთენტური და ტრანსფერული.

 

შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში .