ხშირად დასმული კითხვები

კეონი აკადემიაში სწავლისას სად მოხდება პრაქტიკის გავლა?

პრაქტიკის გასავლელად კეონი აკადემის გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სილამაზის სალონ -სტუდია keune-სთან.

ისწავლება თუ არა აკადემიაში ფრჩხილის დიზაინი?

ფრჩხილის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ფრჩხილის დიზაინი.

ისწავლება თუ არააკადემიაში თმის ქიმიური დამუსავება?

თმის მომსახურების პროფესიული საგანმაანთლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ თმის ქიმიურად დამუშავების ტექნოლოგია, თმის სპა პროცედურები, ვარცხნილობების გაკეთება, თმის შეჭრის ტექნლოგია.

ეხმაარება თუ არა კეონი აკადემია სტუდენტებს დასაქმებაში?

კეონი აკადემიაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას  პროფესიულ სტუდენტებს არსებული ვაკანსიების შესახებ, ხელს უწყობს დამსაქმებლებისა და პროფესიული სტუდენტების/კურსდამთავრებულების ურთიერთდაკავშირებას, აწყობს შეხვედრებს დამსაქმებლებთან.

გაიცემა თუ არა კვალიფიკაციის დამადსტურებელი დოკუმენტი პროფესიული პროგრამების დასრულების შემდეგ?

პროფესიული პროგრამების: „თმის მომსახურება“ და „ ფრჩხილის მომსახურება“ დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი -დიპლომი და დიპლომის დანართი. პროფესიული მომზადების პროგრამების დასრულების შემდეგ კი გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი და დანართი .

ვის შეუძლია თმის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამზე ჩაბარება და რამდენი ხანი გრძელდება სწავლა?

ფრჩხილის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარება შეუძლია ყველა პირს, ზოგადი განათლების საბაზისო (9 კლასის) საფეხურის დაძლევის შემდეგ, პროგრამაზე სწავლების ხანგძლივობაა  33 კვირა.

ახორციელებს თუ არა კეონი აკადემიაში პროფესიული მომზადების პროგრამებს და ვის შეუძლია აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა

კეონი აკადემია ახორციელებს შემდეგ პროფესიული მომზადების პროგრამები: თმის შეჭრა, თმის ღებვა და ფრჩხილის მოვლა-მოწესრიგება. თითოეულ მომზადების პროგრამაზე სწავლების ხანგძლივობაა ერთი თვე. სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ზოგადი განათლების საბაზისო (9 კლასის) საფეხურის დაძლევის შემდეგ.

ვის შეუძლია თმის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამზე ჩაბარება და რამდენი ხანი გრძელდება სწავლა?

თმის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარება შეუძლია ყველა პირს, ზოგადი განათლების საბაზისო (9 კლასის) საფეხურის დაძლევის შემდეგ.  პროგრამაზე სწავლების ხანგძლივობაა 37 კვირა (9 თვე)