16 და17 მაისს საქართველოში იმყოფებოდა ფრანგული ბრენდის BALMAIN HAIR COUTURE-ის რეგიონალური განვითარების მენეჯერი ერიკ ვან ჰულტენი და BALMAIN HAIR COUTUR-ის არტ დირექტორი ილჰამ მესტური. პირველი დღე მთლიანად დაეთმო ილჰამ მესტურის პრეზენტაციას და ინსპირაციულ შოუს, ხოლო მეორე დღეს ჩატარდა ვარცხნილობაში 2023 წლის უახლესი ტრენდ კოლექციის ინდივიდუალური მასტერკლასი სტილისტებისთვის. აღსანიშნავია, რომ კეონი აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ აღნიშნულ მასტერკლასებს.