განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, სსიპ კოლეჯ „მერმისმა“ რიგით მესამე თანამშრომლობით ვიზიტს უმასპინძლა, რომლის მიზანი იყო ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება“. თანამშრომლობით ვიზიტში ვიზიტორი დაწესებულებების სტატუსით მონაწილეობდა შპს კეონი აკადემიის ხარისხოს უზრუნველყოფის მენეჯერი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პროფესიული მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან.