განისაზღვრა 2023-2024 სასწავლო წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველ აპლიკანტებთან გასაუბრების თარიღები.
„თმის მომსახურების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 2023 წლის 19 სექტემბერი;
„ფრჩხილის მომსახურება“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 2023 წლის 20 სექტემბერი;
აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს გასაუბრებაზე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ამას გარდა, საპატიო მიზეზის საფუძველზე, განსხვავებულ თარიღში აპლიკანტთა შეფასების მიზნით განცხადების წარდგენის ვადებია „ თმის მომსახურების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პორგრამაზე არაუგვიანეს 2023 წლის 22 სექტემბერი;
„ ფრჩხილის მომსახურების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუგვიანეს 2023 წ 25 სექტემბერი;
აპლიკანტი უფლებამოსილია, გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება და სააპელაციო განაცხადის წარმოადგინოს მატერიალური სახით აკადემიის მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 20 დ; ხოლო ელექტრონული სახით _ აკადემიის ელ-ფოსტაზე: info@keuneacademy.ge
შერჩევის პროცედურული დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრების მიღების ვადაა შეფასებასებიდან არაუგვანეს მეორე დღე, ხოლო შედეგის გასაჩივრებისა - შეფასების გაცნობიდან ორი სამუშაო დღის ვადაში. აპელაციისთვის პირმა აკადემიის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს განცხადებით საქართველოს ადმინსტრაციული კოდექსის თანახმად (თანდართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანის შემთვევაში კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა) ასლი).