აპლიკანტი უფლებამოსილია, გაასაჩივროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება და სააპელაციო განაცხადის წარმოადგინოს მატერიალური სახით აკადემიის მისამართზე: ქ.თბილისი, ქავთარაძის 20 დ ხოლო ელექტრონული სახით _ აკადემიის ელ-ფოსტაზე: info@keuneacademy.ge აპლიკანტი უფლებამოსილია გაასაჩივროს მიღებული შედეგი მისი გაცნობიდან ორი სამუშაო დღის ვადაში. აპელაციისთვის პირმა აკადემიის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი.