26 თებერვალს 15:00 საათზე კეონი აკადემიაში გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალი და პროფესიული განათლების მასწავლებლები. შეხვედრაზე განხილული იქნა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ცენტრალიზებულად შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობები. პროფესიული განათლების მასწავლებლები ასევე გაეცნენ შეფასების პროცესის სრულყოფილად წარმართვისა და ვალიდური შეფასების ინსტრუმენტების შექმნისთვის არსებულ მიდგომებს. შეხვედრას უძღვებოდა დარგის სპეციალისტი ნინო ბოკუჩავა.