13 დეკემბერს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამართულ 2020 და 2021 წლის შემაჯამებელ ღონისძებაზე განსაკუთრებული თანამშრომლობისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით დაჯილდოვდა კეონი აკადემია. აღნიშნული ჯილდოს მიღება აკადემიის პერსონალისთვის და მოსარგებლეებისთვის დიდი სტიმულისა და იმედების მომცემია. აკადემია მადლობას უხდის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ამ შესაძლებლობისთვის.