გაცნობითი შეხვედრა

გაცნობითი შეხვედრა

2020 წლის 19 ოქტომბერს, შპს კეონი აკადემიაში, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 16.10.20 წლის MES 1 200000999160 ბრძანების საფუძველზე, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა „თმის მომსახურებისა“ და „ფრჩხილის მომსახურების“ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებთან.

 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს სასწავლო გარემო, მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, გაეცნენ აკადემიის მისიას, პროფესიული სტუდენტების უფლება-მოვალეობებს, დისტანციურად სწავლების და სხვა წესებს.

 

ჩვენი გუნდი უსურვებს მათ წარმატებას და კარიერულ ზრდას!

გაცნობითი შეხვედრა