18 ოქტომბერს დასრულდა სწავლება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული მომზადების პროგრამებზე.
თმის შეჭრის პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს: თავის დაბანა, თმის შეჭრა, წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება, შეჭრილი თმისთვის საბოლოო ფორმის მიცემა.
თმის ღებვის პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს: ფერთა თეორია, პალიტრის წაკითხვა, შესღებად საჭირო პროდუქციის შერჩევა და თმის შეღებვა სხვადასხვა მეთოდით.
ფრჩხილის მოვლა-მოწესრიგების პროგრამის ფარგლებში მსმენელება შეისწავლეს: ხელისა და ფეხის ფრჩხილის დამუშავება, ფრჩხილის მოდელირება, ფრჩხილის დაგრძელება და გამაგრება გელით, ფრჩილის დაფარვა გელ ლაქით.
კეონი აკადემია ულოცავს თითოეულ მათგანს სწავლის წარმატებით დასრულებას!