„თმის მომსახურების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და „თმის შეჭრის“ და „თმის ღებვის“ პროფესიული მომზადების პროგრამების კურსდამთავრებულთათვის 24 თებერვალს ონლაინ, zoom-ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით გაიმართება სემინარი „თმის გამაჯასაღებელი პროცედურები“ (13:30-15:30) და „თმის ღებვის განახლებული ტექნოლოგია“ (11:00-13:00) . სემინარს წარუძღვება KEUNE HAIRCOSMETIC -ის სერტიფიცირებული ტრენერი ოლგა დუბეშკო. სემინარზე დასწრების სურვილის შემთხვევაში თქვენი საკონტაქო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მოგვწერეთ info@keuneacademy.ge .