მიმდინარე წლის 19 დეკემბერს პროფესიული უნარების სააგენტოში მეწარმეობის მასწავლებლების დარგობრივი ქსელის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა!
შეხვედრა მიზნად ისახავდა მიმდინარე წელს ქსელის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეჯამებასა და სამომავლო გეგმების შემუშავებას.
დარგობრივ ქსელში მიმდინარე წელს დაინერგა სადემონსტრაციო ლექციების პრაქტიკა, რომლის შესახებ კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობისთვის პანელური დისკუსია გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა სამეწარმეო კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით სამეწარმეო სიმულაციის გამოყენების პერსპექტივები. ქსელის წევრ მასწავლებლებს კი შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ ქსელის სამომავლო საქმიანობის შესახებ.