პროფესიულ სტუდენტს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. მოდულის- სპეცხატვა და ფერთა თეორიის დასრულების შემდეგ, სტუდენტი განმსაზღვრელი შეფასებით ფასდება, რომელითაც დასტურდება სწავლის შედეგები:
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება.