„თმისა და სილამაზის მომსახურების“ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების „თმის მომსახირება“ და „ფრჩხილის მომსახურება“ ფარგლებში პრაქტიკა პროფესიული სტუდენტის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
პრაქტიკის მიზანია პროფესიულ სტუდენტს განუვითაროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის კონკრეტულ, რეალურ სიტუაციაში გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სამუშაო გარემოში მათ ადაპტაციას.
პრაქტიკის ინსტრუქტორი არის კომპანიის მხრიდან დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია პრაქტიკის განხორციელებაზე.
პრაქტიკის ინსტრუქტორმა და პროფესიულმა მასწავლებელმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ . მკაფიოდ უნდა გაიმიჯნონ და ასევე შეთანხმდენ, მოდულების/ სწავლის შედეგების რა ნაწილი ისწავლება სასწავლებელში და რომელი პრაქტიკული უნარების განვითარება მოხდება საწარმოში-პრაქტიკის ობიექტზე, რაც აისახება პროფესიული სტუდენტის წარმატებაზე.