საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით 20 და 21 ივნისს გაიმართა პროფესიულ მასწავლებელთა და სტუდენტთა III ეროვნული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
კონფერენციის მიზანი იყო ერთის მხრივ, ხელი შეეწყო პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების დანერგვა-განვითარებისთვის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის , ხოლო მეორე მხრივ, სტუდენტების მიერ, პროფესიული განათლების ფარგლებში შეძენილი ცოდნა-უნარების გამოვლენისთვის.