პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 სექტემბრის MES 6 22 0001131308 ბრძანებით განისაზღვრა 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადა - 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 2022 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა! დარეგისტრირდით კეონი აკადემიაში თმის მომსახურების და ფრჩხილის მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე. რეგისტრაციისთვის გადადით www.vet.emis.ge -ზე. გისურვებთ წარმატებებს!