2022 წლის 22 დეკემბერს კეონი აკადემიაში თმის მომსახურების და ფრჩხილის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ „პროფესიულ სტუდენტთა კმაყოფილების “ და „პროფესიულ სტუდენტთა სერვისების განვითარების“ კვლევის შედეგები. ასევე, შედეგებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულმა პერსონალმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.