13 აპრილს ფრჩხილის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ჩაუტარდათ შუალედური შეფასება. შეფასების მიზანი იყო პროფესიული სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების დონის დადგენა განვლილ მოდულებთან მიმართებით. შეფასებაზე პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და გააკეთეს თვითშეფასება. შეფასების პროცესში შემფასებელი კომისიის მიერ მოხდა სტუდენტებისთვის განმავითარებელი კომენტარების მიცემა.