17 მარტს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „თმის მომსახურების“ და „ფრჩხილის მომსახურების“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში წარდგენილი იყო პროფესიული სტუდენტებისათვის დისტანციურად შესათავაზებელი სერვისების იდენტიფიცირების კვლევის ანგარიში.
აღნიშნული კვლევის შედეგად იდენტიფიცირდა პროფესიული სტუდენტებისათვის აკადემიური და კარიერული კონსულტაციების დისტანციურ რეჟიმში გაწევის აუცილებლობა. შეხვედრის ფარგლებშივე მოხდა პროფესიული სტუდენტებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა. აკადემიაში პერმამანტულად განხორციელდება აღნიშნული ტიპის შეხვედრები.