6 აპრილს სასწავლო პროცესის მენეჯერის ორგანიზებით გაიმართა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული სტუდენტთა უფლებებისა და მოვალეობების , პროფესიულ სტუდენტთა მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ინფორმაცია. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა პროფესიულ სტუდენტებს წარუდგინა აკადემიის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში.