პროფესიული სტუდენტის მომზადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საწარმოო პრაქტიკა. იგი შესაძლებლობას აძლევს პროფესიულ სტუდენტს რეალურ გარემოში გამოსცადოს აკადემიაში შეძენილი ცოდნა/უნარები და გამოიმუშაოს კომპეტენციები, კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს ისინი. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკა ჩატარდება ორ ობიექტზე : ქ. თბილისი. თამარაშვილის 4ა და ალ.ყაზბეგის 11, გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ.