2022 წლის 16 დეკემბერს კეონი აკადემიაში გაიმართა ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია. წლევანდელი კონფერენციის თემად შერჩეული იქნა „ სილამაზე და ჯანმრთელობა“. თმის მომსახურების და ფრჩხილის მომსახურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. ასევე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სიმულაციური გათამაშება მომხმარებლისთვის საჭიროების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით. კონფერენციას ხელმძღვანელობდა პროფესიული განათლების მასწავლებელი მარინა წაქაძე-ლელაშვილი.