შპს კეონი აკადემიასა და სსიპ კოლეჯ „ოპიზარს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების მიერ ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, კონკურსების ჩატარებას, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.