24 თებერვალს კეონი აკადემიის პერსონალისთვის და პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის გაიმართა სემინარი სილამაზის მომსახურების სფეროში ჰიბრიდული სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით. სემინარს უძღვებოდა ჰოლანდიური ბრენდის KEUNE Haircosmetics საერთაშორისო ტრენერი Jon Withrington. სემინარზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ჰიბრიდული სწავლების დაგეგმვა და სწავლების მეთოდების სწორად შერჩევა. აკადემია მომავალშიც გეგმავს მსგავსი სემინარების მოწყობას.