პროგრამა: თმის შეჭრის და ვარცხნილობის სპეციალისტი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.თბილისი, პ. ქავთარაძის 20 დ
პროგრამის სახე: პროფესიული მომზადება
პროგრამის მიზანი: უზრუნველყოს თმისა და სილამაზის მომსახურების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა, რომელიც ახორციელებს ქალისა და მამაკაცის თმის სტილის შერჩევა-შეჭრას და ვარცხნილობის გაკეთებას.
პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 15
სასწავლო საათობრივი დატვირთვა: სულ 225 საათი , აქედან კვირეული დატვირთვა 15 სთ
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია:
თავის არეალის, თმის მახასიათებლებისა და ტიპის დადგენა;
თმის პროცედურის შერჩევა და ჩატარება
თავის დაბანა
თმის შეჭრა და შეჭრილი თმისთვის საბოლოო ფორმის მიცემა
წვერ-ულვაშის და ბაკენბარდების მოდელირება
ვარცხნილობების შესრულება სხვადასხვა ფორმითა და სტილით
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერთიფიკატი, დანართით