ფრჩხილის მომსახურება

ფრჩხილის მომსახურება

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, პ.ქავთარაძის 20 დ;


პროგრამის მიზანი: თმისა და სილამაზის მომსახურების სფეროს  კონკურენტუნარიანი კადრით უზრუნველყოფა, კერძოდ ფრჩხილის ოსტატის ( მანიკური და პედიკური) კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება;


კრედიტები: 51 


სწავლის ხანგრძლივობა: 33 სასწავლო კვირა 


სწავლის წინაპირობა:  საბაზო განათლება


მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის  მომსახურებაში/Basic Vocational Qualification in Hair And Beauty Services  

კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.


კურსდამთვრებულს შეეძლება:

 

  • დაამუშაოს ხელისა და ფეხის ფრჩხილი;
  • დაამუშოას ფეხის ქუსლები და კოჟრები;
  • შეასრულოს ფრჩხილების აკრილით დაგრძელება-გაფორმება;
  • შეასრულოს ფრჩხილების გელით დაგრძელება-გაფორმება;
  • შეასრულოს ფრჩხილის გამაგრება აკრილითა და გელით;
  • შეასრულოს ფრჩხილების გაფორმება თვლებითა და დამატებითი აქსესუარებით;
  • შეასრულოს ფრჩხილის გუაშით, აკრილის საღებავებით მოხატვა;
  • შეასრულოს გარქოვანებული კანისა და ნუნების დამუშავება;
  • შეასრულოს ხელის (მაჯის) და ფეხის (ტერფის) მასაჟი;


დასაქმების შესაძლებლობები  კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს შემდეგ პოზიციაზე: ფრჩხილის ოსტატი, ასევე შესაძლებელია დასაქმება თვითდასაქმების ფორმით.


პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის ორგანიზაციები:  სილამაზის სალონი სტუდია-  კეონი;    BEAUTY-LIFE